ამირან სალუქვაძე: “პრაიდიც” და “ანტიპრაიდიც” გამიზნულია არეულობის შესაქმნელად

0

“პრაიდიც” და “ანტიპრაიდიც” გამიზნულია საქართველოსთვის სანქციების დაწესებისკენ. ეს რუსეთს რომ აწყობს, მესმის, მაგრამ აქაურ პოლიტსპექტრს რომ გაწყობთ, ესაა სამარცხვინო და ვერ მართლდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სალუქვაძე წერს, “პრაიდის” ჩატარება ამ ფონზე არის საზოგადოების გამოწვევა.
“რამდენიც უნდა ილაპარაკოთ, როგორც უნდა გაამართლოთ, რანაირი სოლიდარობაც უნდა გამოუცხადოთ, როგორც უნდა იკატუნოთ თავი, რა გამართლებაც უნდა მისცეთ, რა შირმაც უნდა მოიგონოთ, კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, გაგიმეორებთ:
1. “პრაიდის” ჩატარება ამ ფონზე არის საზოგადოების გამოწვევა;
2. ჩატარების ასეთი ფორმა, როცა წინასწარ, 1-2 თვით ადრე იწყება აჟიოტაჟის შექმნა ხან “პრაიდის”, ხან პარადის ჩატარებაზე, არის საზოგადოების გამოწვევა;
3. ერთი თვის წინ დაგიწერეთ, რომ მინიმუმ რუსეთის წისქვილზეა წყლის დასხმა (დასავლეთი ქართველობას გვართმევს), ან მათივე სცენარია. ახლა რომ გაგეხსნათ და ბრძნულ განცხადებებს ავრცელებთ, ერთი სცენარიაო, ერთი კვირაა, მაგას ვწერ. თქვენც სცენარის ნაწილი ხართ;
4. “პრაიდიც” და “ანტიპრაიდიც” შიდა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება;
5. “პრაიდიც” და “ანტიპრაიდიც” გამიზნულია არეულობის შესაქმნელად;
6. “პრაიდიც” და “ანტიპრაიდიც” გამიზნულია საქართველოსთვის სანქციების დაწესებისკენ. ეს რუსეთს რომ აწყობს, მესმის, მაგრამ აქაურ პოლიტსპექტრს რომ გაწყობთ, ესაა სამარცხვინო და ვერ მართლდება;
7. საქართველოში გამოხატვისა და თავისუფლების პრობლემა არ დგას. ჩვენთან მორალის, ეთიკის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პატრიოტიზმის, ერთსულოვნების, საფრთხეების გააზრების, სამშობლოს სიყვარულის უნარის პრობლემაა” , – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი