აშშ უკრაინას სამხედრო სფეროში მხარდაჭერისთვის დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო სფეროში მხარდაჭერისთვის დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ რეფორმების წყალობით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეძლებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ აღნიშნული 250 მილიონი დოლარი დამატებითი სწავლებებისა და აღჭურვილობისთვის არის განკუთვნილი. ამ ხერხით, 2014 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო სფეროში მხარდაჭერა ჯამში 1,5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები