საპატრიარქოში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

0

საპატრიარქოში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ პირველ არხთან განაცხადა, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა იქმნება.

ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრები დიალოგის რეჟიმში გაგრძელდება.

„შეხვედრაზე იყვნენ ებრაელთა და მუსლიმთა წარმომადგენლები, სომხური ეკლესიის წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ ამ მსჯელობას, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით იქმნება მსგავსი დაძაბულობა და შფოთვის საშიშროება. არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება და ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს. ეს ყველას ეხება არა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას. სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან გვაქვს დიალოგი, რომ მსჯელობაში გამოიკვეთოს გამოსავალი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი