ქუთაისში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები – აფეთქებამდე მამაკაცმა 4 ცალი 6-ლიტრიანი ცისტერნა ბენზინით გაავსო

კვირასთვის“ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე მომხდარი აფეთქების დეტალები გახდა ცნობილი.
უკვე ცნობილია, რომ თბილისში, დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 31 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა, რომლებიც ქუთაისიდან რეანომობილით გადმოიყვანეს, ერთმანეთის დეიდაშვილები არიან.
ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან და წლების წინ ქუთაისში დასახლდნენ. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქში გადავიდნენ.
დეიდაშვილები ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვიდან ქუთაისში, დაახლოებით, ერთი კვირის ჩამოვიდნენ.
31 წლის მამაკაცმა, ი. კ-იამ აფეთქებამდე ქუთაისში ბენზინგასამართ სადგურზე 4 ცალი 6-ლიტრიანი ცისტერნა ბენზინით გაავსო და ტაქსით ავტომშენებლის დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა.
ტაქსის მძღოლს გასამრჯელოც არ გადაუხადა და კორპუსის მე-2 სართულზე ავიდა. მძღოლი მგზავრს სადარბაზოსთან ელოდებოდა.
ჯერ კიდევ კარგად გათენებული არ იყო, სადარბაზოში ჩხუბის ხმა შემომესმა. ხმები ვერ გავარჩიე. ერთდროულად რამდენიმე ადამიანის ხმა ისმოდა. ჩავიცვი და როგორც კი გარეთ უნდა გამეხედა, აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემ ზემოთ, მე-2 სართულზე მცხოვრები კ-ის ოჯახის რამდენიმე წევრი დაშავდა და მათივე კარის მეზობლის, ბ-იების ოჯახის პატარა ბიჭი. ისეთი ამბავი იყო, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დაჰკითხეს.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე, სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს ტაქსის მძღოლიც, რომელიც აფეთქებას შემთხვევით შეესწრო.
სახლში, რომელიც აფეთქდა, 31 წლის მამაკაცის – ი. კ-ს დეიდა, დეიდაშვილი და კიდევ 2 სტუმარი იმყოფებოდა.
ამჟამად, თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში 31 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა არიან მოთავსებულები. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი ხელოვნურად მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მას სხეულის 70 %-იანი დამწვრობა აქვს მიღებული, გოგონას კი – 25 %-იანი.
ცნობისათვის, ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს,. მათ შორის 2 თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109 ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები