მამა დავით ნოზაძე: რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ან სად არის მაგდენი კომბალი?

საბერძნეთში, იტალიაში და საფრანგეთში რა ხდება, ნახეთ. ჩვეულებრივ ომს უმართავენ დემონსტრანტები პოლიციას. იქ ნახეთ როგორ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ არაფრის უფლება არ გვაქვს. გვაქვს!, – ამის შესახებ მამა დავით ნოზაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სასულიერო პირმა თქვა, ქალაქში არავინ აპირებს კომბლებით სიარულს.
„ლევან ვასაძემ უნდა თქვას, რას გულისხმობდა. მე არ ვარ წინასწარმეტყველი, რა ვიცი, რა იგულისხმა. ჯერ ეს კომბალი კარგი ზღაპარია. ნახეთ იქ როგორ არის, უბრალო კაცმა დაამარცხა ცუდი თავადი. კომბლებით სიარულს რომ არავინ დაიწყებს ქალაქში, თქვენ კარგად იცით. გუშინ, მაგალითად, შსს-ში დაკითხვაზე ერთს ეუბნებიან- ჩემ მეგობარს, რომ იარაღი სად გაქვთო. ამან უთხრა რა იარაღიო?-კომბლებიო. ამან უთხრა, რომ “კომბლე თლის და ჭერში აწყობსო”. პოლიციელმა – ეს როგორ ჩავწერო ოქმშიო. თქვენ რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ქამრებით შებოჭავენ ლგბტ წარმომადგენლებს?
ჩემი აზრით, მოწოდება რეალურია იმ მხრივ, რომ შევიკრიბოთ და არ დავუშვათ ასეთი ამბავი, მაგრამ ვიღაცამ რომ კომენტარები გაუკეთა, რომ პოლიციას კომბლებით შევუტევთ, ეს არც იმ კაცს (ლევან ვასაძეს) უფიქრია. ან სად არის მაგდენი კომბალი? მაგ კაცს (ლევან ვასაძეს) არ იცნობთ კარგად, არც გურამს ( ფალავადიშვილს) არ იცნობთ, ასეთი წყნარი კაცი შეიძლება საახლობლოშიც ვერ მოიძიოთ. თვინიერი, წესიერი კაცი არის, ხმის ამომღები არ არის, ოღონდ ვინმემ ზნეობის წინააღმდეგ რამე არ გააკეთოს. „პრაიდის“ წარმომადგენელი რომ ამბობდა, უნდა ვილაპარაკოთო გზების დაგებაზეო, მოწყალების გაღებაზე, გაჭირვებულების დახმარებაზეო – ეს არის ტყუილი. აი, გურამი რასაც აკეთებს, ეგენი სულ ყველა ერთად რომ შეკრიბო არ აკეთებენ, თუნდაც გაჭირვებულების დასახმარებლად. კაცი, რომელიც წარმოაჩინეს, რომ თითქოს არის აგრესიული ადამიანი. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ არ შეიძლება რამე გამოხატო აგრესიით. ერის ხალხს ვგულისხმობ, მღვდლები არც აკეთებენ ასეთ რამეს არასდროს. საბერძნეთში, იტალიაში და საფრანგეთში რა ხდება, ნახეთ. ჩვეულებრივ ომს უმართავენ დემონსტრანტები პოლიციას. ეს არ მინდა ვინმემ მოწოდებად გაიგოს, აბა მღვდელმა თქვაო – შევიარაღდეთო და დაკითხვაზე მატარონ. ის დემოკრატიის აკვანი არ არის? იქ ნახეთ როგორ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ არაფრის უფლება არ გვაქვს-გვაქვს! სწორად გამიგეთ, არ ვგულისხმიბ ხვალ გამოვვარდეთ და ბენზინის რაღაცეები ვესროლოთ პოლიციის მანქანებს“, – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.
დღეს მამა დავით ნოზაძემ და მამა ვახტანგ დავითაშვილმა განაცხადეს, რომ ლგბტ აქტივისტების მიერ „პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
„თუ „თბილისი პრაიდი“ გაიმართება, მასშტაბურ გამოსვლას მოვაწყობთ“, – განაცხადეს სასულიერო პირებმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები