საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია წყალმოვარდნები და ძლიერი ნალექი

სინოპტიკოსები 18-19 ივნისს საქართველოში ძლიერ ნალექსა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას ვარაუდობენ.
როგორ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 18-19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები