ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში საქართველოს შეიტანს

“ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს”, – ამის შესახებ ბულგარეთის პატრიარქმა, ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები