ქუთაისში აფეთქებას წინ ოჯახური ძალადობა უძღოდა – 7 დაშავებულიდან ერთ-ერთი დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

თბილისში დამწვრობის ცენტრში ქუთაისიდან რეანომობილით მამაკაცი გადმოიყვანეს, რომელიც ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავდა.
როგორც „კვირას“ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი, რომელიც დღეს კლინიკაში მოათავსეს, სხეულის 65-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ხელოვნურად მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
უკვე ცნობილია, რომ ქუთაისში მომხდარ ფაქტს წინ ოჯახში ძალადობა უძღოდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109 ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ცნობისათვის, ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები