ლევან ვასაძე – „თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, მაშინ ვიმოქმედებთ გეგმის მიხედვით“ (ვიდეო)

„თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, მაშინ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ვერის ბაღში. არავითარი კომბალი არცერთ გარყვნილს, არც ერთ პროპაგანდისტს ამ გარყვნილებისას, მაგრამ თუ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, დავიცავთ თავს“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ბიზნესმენის თქმით, მის მიერ ჩამოყალიბებული საორგანიზაციო ჯგუფი „თბილისი-პრაიდის” მიერ დაგეგმილი კვირეულის ჩატარებას არ დაუშვებს.
„ჩვენს მომხრეებს და მონაწილეებს დაუწყეს გამოკითხვებზე და დაკითხვებზე დაბარება, ესეც ტაქტიკა არის ეტყობა, ჩვენი არევის, შეშინების, არ ვიცი ან შესაძლოა, სამინისტრო ვალდებულია, რადგან საქმე აღიძრა, ჩაატაროს ეს გამოძიება. ჩვენ ვთქვით, ძალიან მკაფიოდ, რომ ვითანამშრომლებთ მათთან. გუშინ, ერთ-ერთი ჩვენიანის დაკითხვაზე დაბარებისას, უკითხავთ, რატომ არ მოვარდნენ ხალხიო, ლევანი ხომ დაგვიპრდა, გამოგგლიჯავთ ყველასო. ხალხნო, ნუ აურევთ ერთმანეთში იმას, რაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თუ დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გავაჟღერეთ. მანამდე კი, ჩვენ წყნარად და მშვიდად გამოძიების ყველა კითხვაზე ვიძლევით პასუხს და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, რათა იყოს სიმშვიდე. ბოლომდე არ ვენდობით, მაგრამ ვხედავთ რაღაც ნიშნებს, რომ ისინიც არ არიან მოსურნეები ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებისა, რომელსაც არ ჩავატარებინებთ სახელმწიფოს მხარდაჭერით ან მის გარეშე”, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, თუ პოლიცია კორდონს დააყენებს, მისი საორაგანიზაციო ჯგუფის წევრები მას გაარღვევენ.
„ამიტომ ძალიან მშვიდად და წყნარად ჩვენ წავალთ „ვერის ბაღში“ არ არის აუცილებელი რომ ყველა იქ მოვიდეს. უბრალოდ ყველა იყავით მზად. თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, მაშინ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ „ვერის ბაღში“. კიდევ ერთხელ გავიმეორებ არავითარი ცემა და ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიების და გარყვნილების მქადაგებლების, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს ისინი იქიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას გავარღვევთ. და მხოლოდ იმ შემთხვევაში – არავითარი კომბალი არც ერთ გარყვნილს, არც ერთ პროპაგანდისტს ამ გარყვნილებისა, მაგრამ თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, მაშინ ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს. თუ ეს დანაშაულია მათ თვალში, ჩვენს თვალში დანაშაულია ის, რასაც ეგენი ჩაიდებენ, თუ დაუშვებენ საქართველოში ასეთ არეულობას.იმიტომ რომ ჩვენს გარდა იქ მოვა უამრავი ხალხი, რომელიც არ არის არანაირად გაწევრიანებული ამ ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფში, რომ წესრიგი იყოს, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკონტროლებთ და იქ იქნება მაინც არეულობა. ყველა იმ ადამიანის ფუნქცია, ვინც ჩაეწერა მოხალისეთა სახალხო ჯგუფებში არ არის უკანონობის ფორმირება, არამედ სიწყნარის და სიმშვიდის შენარჩუნება და იმ ხალხის იქიდან გაყვანა ჩვენს ხელთარსებული ყველა კანონიერი მეთოდით”, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები