ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა

კახეთში  სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რის გამოც თელავი-გურჯაანის საავტომობილო მაგისტრალზე, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხდა.
ძლიერმა ქარმა სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. გარდა ამისა, შაშიანში სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. ქარიშხალს თან ერთვოდა ძლიერი წვიმაც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გუშინ საღამოს სტიქიის ადგილზე ჩავიდნენ და ვითარებას გაეცნენ გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შედეგად ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები