ლევან ვასაძე: სახელმწიფომ შეაფასოს, გავცდი თუ არა კონსტიტუციას, მე კანონმორჩილი პატრიოტი ვარ

სახელმწიფომ შეაფასოს, გავცდი თუ არა კონსტიტუციას, მე კანონმორჩილი პატრიოტი ვარ, მზად ვარ, ჩემს ქვეყანას შევეწირო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვასაძის თქმით, თუ აქცია მაინც ჩატარდება, ის დანაპირებს აასრულებს და გარყვნილების საჯარო დემონსტრირებას არ დაუშვებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს ჭამენ და ამართლებენ ამ გრანტებს. ეს უნამუსო ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ამ ხალხის ნერვების, სინდისისა და უსაფრთხოების ხარჯზე იცხოვრონ კარგად, ღამ-ღამობით ისეირნონ ღამის კლუბებში და ამაში ფული უხადონ ლიბერალებმა. კახპობა და მამათმავლობა გახადეს მაღალანაზღაურებად პროფესიად ჩვენს ქვეყანაში. დიდი პატრიოტი ვარ და მოყვარული დასავლური კულტურების და არ მიმაჩნია, რომ ეს ამერიკელების ნახელავია, არ მიმაჩნია, რომ ეს ევროპელების ნახელავია. ეს უბრალოდ ვიღაც ჭინკების საქმეა, ვინც ზის იქ, გარკვეული ჯგუფების. მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უთხრის ძირს საკუთარ ქვეყანას. მათ უბრალოდ ეტყობა ამ ღარიბ, ღატაკ და გაუბედურებულ ქვეყანაში არავის დახმარება არ უნდათ გარდა კახპებისა და მამათმავლებისა, არავის დასაქმება არ უნდათ, რადგან ის მილიონები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოედინება საქართველოში, მიდის იმ საწყალი ბავშვების ჯიბეებში, ეს მათი უბედურებაა, ისე წაუვიდათ ოჯახური ცხოვრება, ისეთ ახალგაზრდა ასაკში მოწამლეს, დაიქირავეს და დაითრიეს, რომ ზოგი გახადეს ჟურნალისტად, ზოგი გახადეს არასამთავრობოს წევრად, ეს არის უბედურზე უბედური ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ არიან „სვეცკები“ და თავისუფლები და ჩვენ ვართ გოიმები და 30 ვერცხლად ყიდიან თავიანთ სამშობლოს. ვიცით, რა დღეში არიან და როგორ იქცევიან. თუ გინდა, რომ დაგასაქმონ, ხელში მიკროფონი მოგცენ და დაგინიშნონ ათასი, 2 ათასი, 3 ათასი ევრო, ერთადერთი რამ გესაჭიროება ამ ქვეყანაში, იყო კახპა ან მამათმავალი, აგინებდე ეკლესიას ან ქართველ ხალხს. ეს რა პროფესიაა, ვერ გავიგე. ასე ავაშენებთ ქვეყანას? ძალიან ბევრ ქართველ ჟურნალისტს ვგულისხმობ. ვინც იცნო თავის თავი ამ აღწერილობაში, იმან იწყინოს“,- განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები