ქართული სათვისტომოების პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში ჩართვის მიზნით ახალი პროექტები იწყება
საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის დამფუძნებელი, თეონა ლავრელაშვილი, გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში, საქართველოს სათვისტომოს შეხვდა. როგორც “კვირას“ საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც 100-მდე ემიგრანტი ეწსრებოდა ქართული დიასპორის პრობლემებზე ისაუბრეს.
“შეხვედრისას გამოიყო ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც იქ მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ, პირველი ეს არის გერმანული ლექსიკონი ერების შესახებ, სადაც ისტორიული ფაქტები საქართველოზე დამახინჯებულია და არასწორად არის გადმოცემული, მეორე პრობლემა შეეხო ხმის მიცემის პროცედურას, საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ ბერლინში, რაც აფერხებს საქართველოს იმ მოქალაქეების ჩართვას საარჩევნო პროცესში, რომლებიც სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. იმისთვის რომ არ მოხდეს ემიგრანტების მოწყვეტა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესებიდან, თეონა ლავრელაშვილმა შესთავაზა სათვისტომოში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერმანენტული ტელეხდები, რომლის ფარგლებშიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად გამართავენ დისკუსიებს აქტუალურ თემებზე.რითაც გუმჯობესდება კომუნიკაციაზე ემიგრანტ და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, გარდა ამისა ქართული ენისა და ისტორიის შესწავლის მიზნით დაიგეგმა წიგნების ჩატანა იქ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება ისწავლონ ქართულენოვან სკოლებში.
„არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობებს და პოზიციებს, დღეს თქვენ ყველა საქართველოს ელჩები ხართ მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება გაძლიერება, ქართული ლობი უნდა შეიქმნას და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ერთიანი ძლიერი პლატფორმის შექმნა დიასპორებისათვის, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს თვენს ჩართულობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ ღირსეულად გაიტანს ჩვენი ქვეყნის სახელს საერთაშორისო ასპარეზზე“, -აღნიშნა თეონა ლავრელაშვილმა