კანცელარიასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მარიხუანასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ. მათი თქმით, მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში ჩასმა დაუშვებელია.
“გრძელდება იმ ადამიანების დევნა-დაპატიმრება და შეურაცხყოფა, რომელთა ერთადერთ დანაშაულს მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს”, – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები. აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მონაწილეობენ, მათ შორის სტეფანე მღებრიშვილი, ქეთათო ჩარკვიანი, ნანკა კალატოზიშვილი, ხოლო კონსერვატორიის სტუდენტები რამდენიმე ნაწარმოებს ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები