სროლას აზერბაიჯანის ბაზარში მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულთაგან 2 მცირეწლოვანია

აზერბაიჯანის ერთ-ერთ ბაზარში მამაკაცმა მოსახლეობის მისამართით ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, აქედან ორი მცირეწლოვანია, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა – ისინი უახლოეს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოროტმოქმედი პოლიციას უკვე ჩაბარდა.
“სროლაში ეჭვმიტანილი, ელნურ სულეიმანოვი პოლიციას ჩაბარდა, დანაშაულის იარაღი კი საგამოძიებო ორგანოს ჩააბარა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ინციდენტი აზერბაიჯანის სოფელ ბეიუკ-კიასიკის მიმდებარე ტერიორიაზე არსებულ ბაზარში მოხდა. როგორც ცნობილია, ელნურ სულეიმანოვი ყოფილი პატიმარია და მან სროლა ოჯახებს შორის სისხლიანი დაპირისპირების გამო დაიწყო. სროლის შედეგად, დაიღუპა ქალი თავის ორ შვილთან ერთად და, ასევე, ადგილობრივი გამყიდველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები