2 მილიონი დემონსტრანტი – ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები განახლდა

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები განახლდა.
ორგანიზატორების თქმით, ორშაბათს თითქმის ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში  ჰონგ კონგის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანლის – კერი ლემის გადადგომის მოთხოვნით.
მიუხედავად იმისა, რომ კვირას ლემმა გაურკვეველი ვადით გადადო ექსტადიციის შესახებ კანონპროექტის განხილვა და ბოდიში მოუხადა ხალხს, აქციები მაინც გრძელდება.
დემონსტრანტები კერი ლემის გადადგომასა და კანონპროექტის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ექსტრადიციის კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ჰონგ კონგში. თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მაშინ ჩინეთს უფლება ექნება, ჰონგ კონგში დაკავებული პატიმრები ჩინეთის სხვა ნაწილში გადაიყვანოს და იქ გაასამართლოს.
12 ივნისს კი ჩინეთის საკანონმდებლო ორგანომ ექსტრადიციის კანონის განხილვა, ჰონგ კონგში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამო, გაურკვეველი დროით შეაჩერა.
ცნობისთვის, ჰონგ კონგი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ის მხოლოდ 1997 წელს გადაეცა ჩინეთს იმ პირობით, რომ ჩინეთი არ ჩაერეოდა ჰონგ კონგის შიდა საქმეებში და იმუშავებდა პრინციპით – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები