ავარიას ინდონეზიაში 12 ადამიანი ემსხვერპლა

12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, – ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს სამი სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტობუსი, სატვირთო და ფურგონი, შეეჯახნენ.
სამართალდამცველების თქმით, ავტობუსი საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრ მანქანებს დაეჯახა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩასთვლიმა და მოძრაობის დროს კონცენტრაცია დაკარგა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები