ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც “კვირას”  საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთანაც. დაგეგმილია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ ველიკო ტარნოვოში გაემგზავრება, სადაც ქალაქის მერს, დანიელ პანოვს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და დანიელ პანოვი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, დავით მათიკაშვილი, ზაზა ხუციშვილ რამაზ ნიკოლაიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები