„რა კრიტერიუმით აფასებ ოქრუაშვილს საუკეთესო პოლიტიკოსად, რომელიც იგორ გიორგაძის დავალებით, უკვე მესამე პარტიას ქმნის“

„გუბაზ, შენ ხარ ჩემი ბავშვის ნათლია, მე მართლმადიდებელი ვარ და დიდ პატივს ვცემ მირონს, შესაბამისად, შენც, როგორც ნათლიას. არ ვიცი, როგორ და რა კრიტერიუმით აფასებ ოქრუაშვილს საუკეთესო პოლიტიკოსად, რომელიც იგორ გიორგაძის დავალებით, უკვე მესამე პარტიას ქმნის“, – ამ სიტყვებით მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძეს.
ემზარ კვიციანი გუბაზ სანიკიძეს წარსულს ახსენებს:
„გუბაზ შენ ხარ ჩემი ბავშვის ნათლია, მე მართლმადიდებელი ვარ და დიდ პატივს ვცემ მირონს, შესაბამისად შენც, როგორც ნათლიას. არ ვიცი, როგორ და რა კრიტერიუმით აფასებ ოქრუაშვილს საუკეთესო პოლიტიკოსად, რომელიც იგორ გიორგაძის დავალებით, უკვე მესამე პარტიას ქმნის. იგორ გიორგაძის იმედით გააუქმეს ჯერ მიმართულება კოდორის ხეობა, შემდეგ რაზმი “მონადირე” და შემდეგ რუსების, კერძოდ, იგორ გიორგაძის იმედით შემოიყვანა ჯარი რუსული საგუშაგოების გავლით კოდორის-დალის ხეობაში და ვერტმფრენებიდან დაგვიცხრილა გმირის დედა, რომელიც თავადაც გმირულად გვედგა გვერდში მთელი ბრძოლების პერიოდში. 38 მეომარი ჩასვა ციხეში, ჩემი დის სახლი გააძარცვინა და თავად ნორა ციხეში უკანონოდ შვიდი წლით გაუშვა.

ამ ოქრუაშვილზე იძახი რეფორმები ჩაატარაო?! რეფორმებს ატარებენ უკვე რამდენი წელია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც ყველა ძალოვან სტრუქტურებში, როგორც ინსტრუქტორები, ისე სხედან, გამოყოფილ ოფისებში. მახსოვს, ადრე იძახდი, დავით თევზაძეზე, რომ მის მერე თავდაცვას მინისტრი არ ჰყოლიაო და ახლა ოქრუაშვილი გახდა საუკეთესო?

კარგი, ამასაც დავანებოთ თავი, მან დაიწყო მთელი უბედურება ჩვენს ქვეყანაში, გაიხსენე 2004 წლის 7 აგვისტო. თუ სწორად მახსოვს, როდესაც ჩეჩნებთან და სხვათა შორის, ჩატაევთან ერთად, ქართველებსა და ოსებს ერთნაირად ესროდნენ, ეს მიგაჩნია კარგ რეფორმად და კარგ თავდაცვის მინისტრად? სწორედ ამიტომ გააკეთა “სტავკა” იგორამ მასზე ისევ, რადგან სააკაშვილზე ნაკლები გამყიდველი არაა ეს, ასე იცოდე ჩემგან.

მეორე, არ დაიჯერო არასდროს, რომ ბიძინა მას ემტერებოდეს. იმდენი საშუალება და მიზეზი არსებობს, რომ ოქრუაშვილი გაასამართლოს, მაგრამ ამას არ აკეთებდა. არ გიფიქრია, რატომ? 11 მეგობარი ჰყავდათო დაჭერილი იმ დროს მისი. იქნებ ჩამოთვალო იმ მეგობრების გვარ-სახელებიც?

ჩემთვის, როგორც იყავი პარტიამდე მირონი, ისე დარჩები, მაგრამ ისევ შენს უსაფრთხოებაზე ვფიქრობ, ძმა, რადგან იგორას საყრდენი ბოკერია უპირისპირდება ოქრუაშვილს, ესე იგი ბოკერიას გასაძლიერებლად გაგწირავთ, როგორც საკუთარი ცოლის დისშვილი გაწირა საციხოდ – ქალი, როგორც თემურ ჟორჟოლიანი და ვახტანგ ტალახაძე გაწირა სააკაშვილის გასაძლიერებლად, ვითომ რუსების მტრად რომ მოენათლა (ხედავ პრორუსულ ძალას დაეტაკაო).

არ დაგავიწყდეს, რვა წელი ვიყავი იმ ქვეყანაში, საიდანაც იმართება ქართული პოლიტიკა, თუ ამას პოლიტიკა ჰქვია და ბევრი ინფორმაცია მაქვს, შენ ეს კარგად იცი. რა ვიცი, სვინა (ნათლიას ნიშნავს სვანურად), მე ამას პირადშიც გეტყოდი, მაგრამ საჯაროდ გეუბნები, რათა სხვამაც არ დაუშვას შეცდომა.

შენ წარმატებას გისურვებ და გადარჩენას, რასაც ნამდვილად ჩემს და ჩემი ერის მტერ ოქრუაშვილ-სააკაშვილ-მერაბიშვილებს ვერ ვუსურვებ, მათი ქართველთმოძულე ბანდითურთ!!! ვისაც რა უნდა ჩვენთვის – ქართველებისთვის, ღმერთმა ის მისცეს გაასმაგებულად!!! დიდება ღმერთს!!!“, – წერს სოციალურ ქსელში ემზარ კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები