„ჯეო ჰოსპიტალში“ მშობიარე და ახალშობილი დაიღუპნენ – მომხდარ ფაქტს ერთდროულად ორი უწყება იკვლევს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალის“ შემოწმებას იწყებს, სადაც მშობიარე და ახალშობილი გარდაიცვალნენ.
როგორც „კვირას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო ხუციშვილმა განუცხადა, მათი წარმომადგენლები ორშაბათს იმ სამედიცინო დაწესებულების შესწავლას დაიწყებენ, სადაც მშობიარე და ჩვილი დაიღუპნენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილია ჩვილიც. გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონა ექიმების უყურადღებობის მსხვერპლია. ისინი ექიმების დასჯას მოითხოვენ.გარდ
აცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ქალის ცხედარი სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალში“ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას შს სამინისტროც აწარმოებს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები