„თი-ბი-სი“ ბანკი ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება

„თი-ბი-სი“ ბანკი ტაქსის მძღოლებს მათზე მორგებულ, გამარტივებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.
ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენას ან განახლებას „თი-ბი-სი“ ბანკის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობებით შეძლებენ. კერძოდ, ისინი, ვისაც თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურს, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და სხვა პარამეტრები არ შეესაბამება ლიცენზიის მოთხოვნებს, „თი-ბი-სი“ ბანკში სესხის მიღებას გამარტივებული პირობებით შეძლებენ.
ავტომობილების შეძენა/განახლებისთვის სესხის მიღება შემოსავლის დადასტურების გარეშეა შესაძლებელი. ავტომობილების შეძენის შემთხვევაში, სესხის თანხა 12 000 ლარამდე განისაზღვრება, 6 წლამდე ვადით. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები უახლოეს მომავალში ავტოდილერებისგან სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.
„რაც შეეხება ავტომობილის განახლებას, სესხის ოდენობა 8 000 ლარამდე განისაზღვრება, 4 წლამდე ვადით. უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა ამ შემთხვევაში, არ მოითხოვება. ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ. ამისათვის მათ „თი-ბი-სი“ ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ“,- აცხადებენ ბანკში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-campaign

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები