თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, კონსტანტინე უზარაული დაიღუპა – საჭეს მისი მეგობარი მართავდა

თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის კონსტანტინე უზარაული დაიღუპა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევის დროს ავტომანქანაში კონსტანტინე უზარაული მძღოლის გვერდით სავარძელში იჯდა, საჭეს კი, მისი მეგობარი 41 წლის ალექსანდრე ბიძინაშვლი მართავდა.
გარდაცვლილი კონსტანტინე უზარაული წარმოშობით ზემო ალვანიდან იყო და თელავში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი დაოჯახებული იყო.
რაც შეეხება ალექსანდრე ბიძინაშვილს, ის თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მან შემთხვევის შედეგად, სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები მიიღო.
ალექსანდრე ბიძინაშვილი წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ კისისხევიდან არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს -ს ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

იზა შაქარაშვილი

ფოტო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები