აშშ-ს სანქციების ფონზე ირანს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს უფრო ინტენსიური დიალოგისკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება ირანის პირველმა პირმა შანხაის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე გააკეთა.
მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობა “სამაგალითო ხასიათს ატარებს და ყოველდღიურად უმჯობესდება”.
“დღევანდელ პირობებში, როდესაც გარე ზეგავლენა არსებობს, დაწესებულია სანქციები, რეგიონის ქვეყნებს შორის, კერძოდ კი ჩვენს ქვეყნებს შორის, ურთიერთქმედების საჭიროება ყოველდღიურად უფრო მეტად აქტუალური ხდება”, – განმარტა რუჰაევმა.
თავის მხრივ კი რუსეთის პრეზიდენტმა ირანთან ურთიერთობას მრავალმხრივი უწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონში სტაბილურობის გარანტი სწორედ ეს ორი ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები