თამარ ტალიაშვილი საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრო.
შეხვედრა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიურ თანამშრომლობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანი, დედაქალაქის მუნიციპალური კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების პოპულარიზაცია და დასავლეთის პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებაა.
შეხვედრაზე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა თბილისის კულტურის სტრატეგიულ ხედვებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეხვედრას, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეხვედრა EUNIC-ის (European Union National Institutes of Culture) პროექტის ფარგლებში შედგა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარგარეთ კულტურის სფეროში მოღვაწე ინსტიტუტებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები