გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცია – შსს თუშეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შს სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამასთან, უწყების განმარტებით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
შსს -ს ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები