თურქეთი მოსალოდნელი სანქციების გამო აშშ-ს საპასუხო ქმედებით დაემუქრა

ანკარა ვაშინგტონთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის С-400-ის შეძენის გამო, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ამერიკამ რიგი გადაწყვეტილებები მიიღო და ჩვენ არ ვაპირებთ უმოქმედოდ ყოფნას. თუ ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იქნება, ჩვენც ანალოგიურად ვუპასუხებთ”, – თქვა ჩავუშოღლუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა შეიძინოს C-400 და კონტრაქტზე უარის თქმას არ აპირებს. მისივე თქმით, ანკარისთვის აუცილებელი იყო მსგავსი სისტემით უზრუნველყოფა და ამაზე შეთანხმება რუსულ მხარესთან მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ისინი ამ შეთანხმებას ყველანაირი გზით შეუშლიან ხელს, რადგან ანკარა გამანადგურებელ F-35-თან დაკავშირებულ პროგრამაში იღებს მონაწილეობას, მათი გამოყენება რუსულ რაკეტებთან ერთად კი ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები