თუშეთში, ავარიისას დაშავებული 41 წლის მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადას თელავის საავადმყოფოში გადაჰყავს

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ თუშეთში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებული 41 წლის მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადას თელავში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაჰყავს.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტს სხეულის მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე – მე-18 კილომეტრზე, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.
„ კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები