თუშეთში, სადაც ავარია მოხდა, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ჯგუფები ჩავიდნენ

თუშეთში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ჯგუფები ადგილზე არიან, თუმცა კავშირი ვერც ტელეფონით, მათ შორის ვერც რაციით ვერ მყარდება, ამიტომ რა ვითარებაა ადგილზე ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ში კონტაქტის არქონის გამო ვერ ასახელებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ტურისტული ვიზიტით ამ რეგიონში, ასევე უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.
​​ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ადგილზე 3 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია გასული.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე – მე-18 კილომეტრზე, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.
ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები