ქართული სტარტაპი 500,000 დოლარის მოსაპოვებად იბრძოლებს

საქართველოში გლობალური სტარტაპ კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“ ჩატარდება. ღონისძიებას სათავეში ორგანიზაცია SeedstarsWorld-ი უდგას, რომელიც სტარტაპ კონკურსის მეშვეობით მსოფლიოს 75 ქვეყანაში ტალანტებს ეძებს და მხარს უჭერს ინოვაცუური მეწარმეობის გავითარებას.
Seedstars თბილისი 2019- ის კონკურსის ფარგლებში 20 სტარტაპი შეირჩევა. იდეის ავტორები სტარტაპ კონცეფციების მოსამზადებლად ტრენინგებს მოწვეული მენტორების დახმარებით გაივლიან. გამარჯვებული კომპეტენტური ჟიურის მიერ 8 საუკეთესო სტარტაპიდან გამოვლინდება, რომელიც საქართველოს შვეიცარიაში, გლობალურ Seeedstars სამიტზე წარადგენს. სამიტის გამარჯვებულს კი ინვესტიციის სახით მთავარი პრიზი 500 000 აშშ დოლარი გადაეცემა.
კონკურსი „Seedstars თბილისი 2019“-ი 30 ივნისს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ალიანს ჯგუფის, ვენჩორული კაპიტალის ასოციაციის, USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის, ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართება.
გლობალური სტარტაპ კონკურსი Seedstars 2019 საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ წელსაც გახდნენ Seedstars – ის გაერთიანების წევრი და იბრძოლონ მთავარი პრიზისთვის.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები