“ჰუალინგის” ტერიტორიაზე, უაქციზო საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
„კერძოდ, თბილისის ზღვის პლაზა (ჰუალინგის ტერიტორიაზე), შპს HAWK Euro-Asia International (Group)-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი: სიგარეტი (2 620 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18 ლიტრი) აღმოაჩინეს. საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 2137,50 ლარი შეადგინა“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა არსებული საქონლის ჩამორთმევა. სსკ-ის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით. საქმის მასალები კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები