მაგდა კოტრიკაძე: პესიმისტურად განწყობილი ჯგუფები ევროპულ არჩევანს გვიწუნებენ

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები საპენსიო სააგენტოს კვლავ ეწვივნენ სქემიდან სასასვლელად და მხარდამჭრებს მოუწოდებენ დაგროვებითი პენსიის სქემა -ამის შესახებ „კვირას“ საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაგდა კოტრიკაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად დაგროვებითი პენსიის სქემაში გაწევრიანებულ 809 ათასი მოქალაქიდან, მხოლოდ 10-11 -მა პროცენტმა დატოვა სქემა.
„საპენსიო სააგენტო მუშაობს შეუფერხებლად, უკვე გაწევრიანებულია 809 ათასი ადამიანი და გავიდა მხოლოდ 10-11 პროცენტი. ყველა მოქალაქე, ვინც სქემაში გაწევრიანდა გამსჭვალულია იმედით და ოპტიმიზმით რომ მათ ექნებათ უზუნველი საპენსიო ასაკი და სოლიდური პენსია. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, გვინდა თუ არა კეთილდღეობა საპენსიო ასაკში! როგორც ჩანს, პესიმისტურად განწყობილი ჯგუფები ევროპულ არჩევანს გვიწუნებენ! თუ ჩვენ გვსურს, ევროპული საქართველო ავაშენოთ, ზღვარი საპენსიო რეფორმაზე გადის. საპენსიო რეფორმა არის ბოლო დროს განვითარებულ რეფორმებს შორის უმსხვილესი. საერთოდ გაუგებარია პარლამენტის დეპუტატის გიგა ბოკერიას განმეორებითი ვიზიტი, რადგან მან ერთხელ უკვე დატოვა სქემა. გაგვიჩნდა განცდა, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები სქემაში დასაბრუნებლად მოვიდნენ.“ – განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ.
ცნობისათვის, საპენსიო სისტემა „ევროპული საქართველოს“ კიდევ ორმა წევრმა დატოვა. დაგროვებითი პენსიაზე უარი თქვეს პარლამენტის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები