სტუ-ის პროფესორებმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი გაგოშიძეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსი) სტატუსი მიენიჭა, აკადემიის სტიპენდიანტი კი სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერენგის ფაკულტეტის დეკანი, ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიგა ქვარცხავა გახდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისა და სტიპენდიანტების გამოვლენა აკადემიის საერთო კრებაზე, ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესაბამისად, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნისა და ფარული კენჭისყრის საფუძველზე მოხდა.
აკადემიის ნამდვილი წევრისა და სტიპენდიატების გამოსავლენად კონკურსი სამეცნიერო განყოფილების მიხედვით ჩატარდა.
სტუ-ის პროფესორმა გიორგი გაგოშიძემ აკადემიის ნამდვილი წევრის სტატუსი სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში, ხოლო სტუ-ის პროფესორმა გიგა ქვარცხავამ აკადემიის სტიპენდიანტის სტატუსი აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებაში დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები