„საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში” – მედიააკადემიამ რადიო ჟურნალისტებისთვის „ვორქშოფი“ ჩაატარა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ რადიოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ორდღიანი „ვორქშოფი“- „საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში” ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა რადიო მაუწყებლების 11-მა ჟურნალისტმა მიიღო.
„ვორქშოფის“ პირველი ნაწილი რადიორეპორტინგს, ახალ ამბებსა და რადიო გადაცემების მომზადებას დაეთმო, მეორე ნაწილი კი, რადიოს კონცეფციას, სტრატეგიასა და მარკეტინგს მიეძღვნა. როგორია თანამედროვე რადიო, შეიცვალა თუ არა ამბის თხრობის ტექნიკა, როგორ კეთდება გადაცემები და რა როლი აქვს მარკეტინგს – აღნიშნული თემებით მედიააკადემიამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. მონაწილეებს „ვორქშოფი“ გამოცდილმა ტრენერებმა ლელა კუნჭულიამ, ირინა თევდორაშვილმა და ნიკო ნერგაძემ ჩაუტარა.
„ვორქშოფის“ გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
მედია აკადემია მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, მედიამენეჯერებისა და პროდიუსერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე BLM-ის წარმატებული მოდელით მუშაობს, რომელიც პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული.
მედიაკადემია აქტიურად მუშაობს ტელე და რადიო სტუდიების ტექნიკურ აღჭურვაზე. ტექნიკური სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, მოკლევადიანი სემინარების პარალელურად დაიწყება 3-6 თვიანი პრაქტიკული სასწავლო კურსები მედიის წარმომადგენლებისთვის.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები