ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს

ივნისში თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება. როგორია ე.წ. რესპუბლიკის არჩევნების შემდგომი პერსპექტივები, ამის შესახებ ლეონიდ თიბილოვი ,,ლენტა. რუ“-სთან საუბრობს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი შესაძლოა, მალე რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.
,, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს მის შემადგენლობაში შესვლის შესახებ მივმართო. ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხში მხარს დამიჭერს და მზად იქნება, გამოვიდეს ამ ინიციატივით. ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩემი შეხვედრის დროსაც განვიხილავთ. თიბილოვის აზრით, რუსეთთან შეერთებას რეფერენდუმის ჩატარება არ დასჭირდება, რადგან ამ საკითხზე გამოკითხვა 1992 და 2006 წლებში უკვე გაიმართა, რა დროსაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან ინტეგრაციას მხარი დაუჭირა“, – აცხადებს თიბილოვი.

10409938_526786814110584_285870093_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები