„ზურაბ ჭიაბერაშვილს 13 მილიონი აპატიეს და ახლა უნდათ, ასეთი სკანდალებით გადაფარონ ფაქტები“

კახეთის ყოფილი გუბერნატორის ცემის ფაქტს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების მშობლები აფასებენ. დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი და რეჟისორი გუგული მგელაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ზურაბ ჭიაბერაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფას გმობენ. თუმცა, ამავე ინტერვიუში, მშობლები აცხადებენ, რომ მათი გაღიზიანება თავად ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებებმა გამოიწვია. დრამატურგის აზრით, ლიტერატურულ კაფეში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია. მისი თქმით, მომხდარი სპეციალურად გააბუქეს.
„ასეთი შემთხვევა დღეში ასი ხდება, მაგრამ რადგან “ნაციონალებს” ეხებოდა, ამიტომ გააბუქეს. ალბათ, მიხვდით რატომაც. არჩევნებია მოახლოებული, იმ კაცს 13 მილიონი აპატიეს და ახლა უნდათ, ასეთი სკანდალებით გადაფარონ ფაქტები. მე თვითონ კაცი ვარ და ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ამგვარი ფაქტი. მომხვედრია კიდეც, მაგრამ… როგორც კი მაგათ შეეხნენ, ლამის ელჩებიც კი ჩართეს საქმეში. რა ვქნათ?! სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ვცხოვრობთ“, – აცხადებს რეზო თაბუკაშვილის მამა ლაშა თაბუკაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე სტატიაშია რეჟისორ გუგული მგელაძის ინტერვიუც. მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლიტკაფეში მომხდარი ინციდენტი საკუთარი პიარისთვის გამოიყენა.
„გალახულის რა არ მომეწონა იცით? გაკაწრულ თავი რომ შეიბინტა. ე.ი. შენი ცემის ფაქტსაც კი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებ?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური პიარისთვის გამოიყენეს. ამიტომაც იყო, რომ დასისხლიანებული მაისურითა და დოლბანდით აკეთებდა განცხადებებს“,- ამბობს გიორგი მგელაძის მამა გუგული მგელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები