ანა აბაშიძე: რა არ მოსწონთ? ის რომ მშობლები ძალადობენ თუ ის რომ შსს რეაგირებს?

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკის მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველებმა 2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს. როგორ ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება არაპოპულარული და სწორი ქცევაა.
„ვიღაცებს არ მოსწონთო ეს სტატისტიკა. ანუ რა არ მოსწონთ? ის რომ მშობლები ძალადობენ თუ ის რომ შსს რეაგირებს? აი ასეთ კარგ ამბებზე (რეაგირება შსს-ს და სტატისტიკის დადება) ხალხის აზრი ერთგვარი კვლევაა ვინ არის ბავშვი ჩვენ ქვეყანაში. გუდ ჯაბ სამინისტრო! არაპოპულარული და სწორი ქცევაა ეს“, – წერს ანა აბაშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილა, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი იყო.
უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები