ფესტივალ Art-გენის რეგიონალური ტურნე 16 ივნისს ახმეტიდან იწყება
ფესტივალ Art-გენის რეგიონალური ტურნე 16 ივნისს ახმეტაში გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.
თბილისის ტური, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-14 ივლისს გაიმართება.
ახმეტაში, წყაროებთან Art- გენის ფარგლებში მაყურებელს დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოფენა და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავს.
ქედაში, სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფი Asea Sool და Reggaeon გამართავს. ხონში კი, Art-გენის რეგიონულ ტურნეს, ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.
7 ივლისს, თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე „აკუსტიკის“ კონცერტი გაიმართება.
8 ივლისს, ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებს, 9 ივლისს – REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 11 ივლისს – „ფრანი“.
12 ივლისს, ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს – ნიაზ დიასამიძის. Art-გენი, 14 ივლისს, „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.