BLM პრეზიდენტი: მედიააკადემიამ უმოკლეს დროში მედიაპროფესიონალების დონის ამაღლებისთვის შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია

 

გერმანიის მარეგულირებელი კომისიის – BLM-ის თავმჯდომარე, ზიგფრიდ შნაიდერი ამბობს, რომ მედიააკადემიის დაფუძნებიდან ერთ წელიწადში საქართველომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.
გერმანიის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის მუშაობას წარმატებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელ გლობალურ სამყაროში მედიაწიგნიერების განვითარება და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ეს განცხადება დღეს შნაიდერმა კომუნიკაციების კომისიაში სტუმრობისას გააკეთა.
„ჩვენს ქართველ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მეგობრობა გვაკავშირებს. კომისიიდან ორჯერ გვეწვია დელეგაცია მიუნხენში, ასევე, სისტემატიკურად ვხვდებით ერთმანეთს ევროპულ ფორუმებზე, კონგრესებზე და ვუზიარებთ გამოცდილებას. ძალიან გვაინტერესებდა, რა შედეგი გამოიღო ჩვენმა თანამშრომლობამ, ჩვენმა მუშაობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. გვაინტერესებდა ის შედეგები, რომელიც მედიააკადემიას აქვს, სწორედ ამიტომ ჩამოვედით საქართველოში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მცირე დროში მედიააკადემიამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, აქტიურად ატარებს კურსებს, მუშაობს მედიალაბის შექმნაზე გერმანული მოდელის მიხედვით, რაც მისასალმებელია. დღევანდელ გლობალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი გადაჯაჭვულია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და ამიტომ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედით. ის, რასაც ჩვენ გერმანიაში, ხოლო კომუნიკაციების კომისია საქართველოში აკეთებს მედიაწიგნიერების განვითარებისა და მედიაპროფესიონალების დონის ამაღლებისთვის, დღევანდელ თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა BLM-ის პრეზიდენტმა, ზიგფრიდ შნაიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები