ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერის პოსტის მოსაპოვებლად საარჩევნო კამპანია დაიწყო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტის დასაკავებლად თავისი საარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო.
ლონდონში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას  ჯონსონი მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს აუცილებლად დატოვებს.
“მოვიდა დრო  ამ ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებისა”, – განაცხადა ჯონსონმა და დაამატა, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ქვეყანას, თუ ის ევროკავშირს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები