ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურ უწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლები „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური, რაც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
“ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, არ არის კანონიერი და ლეგიტიმური, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და, ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მათ მხოლოდ აშორებს ერთმანეთისგან. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავგმოთ ეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თანამომხსენებლები 2019 წლის 1-ელ და 2 ივლისს საქართველოს ეწვევიან.

წყარო: http://www.assembly.coe.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები