მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და 35 დემონსტრანტი დააკავეს

35 პირზე მეტი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჩათვლით, მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, რომლის მთავარი მოთხოვნა ჟურნალისტის დაპატიმრებაში მონაწილე პოლიციელების დასჯა იყო.
აქციაში ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა – დემონსტრაციაში, სადაც მთავარი მოთხოვნა გამომძიებელი ჟურნალისტის, გოლუნოვის მხარდაჭერა იყო.
გოლუნოვი ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მალევე პოლიციამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.
აქციის ორგანიზატორებმა 11 ივნისს, გვიან საღამოს “ფეისბუქზე” დაწერეს, რომ მათ ქალაქის მერიამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ამიტომ ისინი ხალხს ქუჩაში გასვლისა და დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ ვეღარ მოუწოდებდნენ. მაგრამ აქციაზე წასვლის სურვილი სოციალურ ქსელში 25,000-მდე ადამიანმა გამოთქვა. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეების თავისუფალი ნება იყო, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას აქციაში.
დემონსტრანტების ნაწილს გოლუნოვის მხარდამჭერი წარწერებიანი მაისურები ეცვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სურთ, ხელისუფლებაზე ზეწოლა შენარჩუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები