საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედნენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრა თურქ კოლეგასთან ჰულუსი აქართან გამართა.
ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა თურქეთის როლი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჰულუსი აქარს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის. ყურადღება გამახვილდა თურქეთის ჩართულობაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, რომელიც მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას, ალიანსთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების ხელშეწყობას ისახავს.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, როგორც შავი ზღვის რეგიონის განუყოფელი ნაწილი, საქართველო მიისწრაფვის, წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების პროცესში და ამ კუთხით ნატოსთან კონკრეტულ ერთობლივ ღონისძიებებზე მუშაობას განაგრძობს.
მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები