დავით ბაქრაძე: აშშ-ს აქვს სერიოზული კითხვები საქართველოს შიდა დემოკრატიაზე

“რაც უკეთესად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რომელიც ასე საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მით უკეთესი მათთვის, რადგან კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის შეფასებით, აშშ-ს მართლაც აქვს სერიოზული კითხვები იმ თემებზე, რაც არის საქართველოს შიდა დემოკრატია, არჩევნები, სასამართლო და ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საქმე ჩვენს მთავარ პარტნიორთან ძალიან კარგად მიდის, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმე კარგად არ მიდის. საქართველოს მომავლისთვის ორივე კარგია. რაც უკეთესად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რომლებიც ასე საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მით უკეთესი მათთვის, რადგან კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და როდესაც ასეთ პრესკონფერენციაზე უმაღლეს დონეზე ხდება საჯაროდ პრობლემური საკითხების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მართლაც აქვს სერიოზული კითხვები იმ თემებზე, რაც არის საქართველოს შიდა დემოკრატია, არჩევნები, სასამართლო და ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ
“მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები