გია ვოლსკი: პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე.
როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი გზვნილებია, სადაც, ბუნებრივია, პორტის მნიშვნელობაზეც კეთდება აქცენტი.
„ანაკლიის პორტი, რასაკვირველია, არის თემა, რომელსაც ორი აზრი და ალტერნატივა არ გააჩნია. პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები