წაღვერთან მკვლელობა მოხდა – მამაკაცის გვამი სავაჭრო ჯიხურში იპოვეს

დაბა წაღვერთან მკვლელობა მოხდა. მოკლული მამაკაცის გვამი წაღვერიდან ბაკურიანის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მდებარე ერთ–ერთ სავაჭრო ჯიხურში ნახეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ ჯიხურში გამყიდველად მუშაობდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ მკვლელობა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები