ზაზა გაბუნია: პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა

“კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, მიუხედავად ბანაკურ-პარტიული კუთვნილებისა, უბრალოდ, ადგებოდა და მიულოცავდა პრემიერს ამ წარმატებულ ვიზიტს”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრის თაობაზე განაცხადა.
“მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავარი პარტნიორის დედაქალაქში წარმოადგენს სახელმწიფოს და მის ინტერესებს და ამ თვალსაზრისით ვიზიტის ფარგლებში ვხედავთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებას. ამიტომ, ეს არის ტესტი პოლიტიკოსებისთვის, რადგან თუ არის მცდელობა ამ ვიზიტის დაკნინების, გამოდის, რომ ეს არის იმ დადებითი შედეგების დაკნინების მცდელობაც, რაც ქვეყანამ მიიღო. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ “საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას” და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მაიკ პომპეომ ხაზგასმით დაუჭირა მხარი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, აგრეთვე, საპარლამენტო კონტროლის მოდელს, რომელიც წარმატებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ მოგვცა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელსაც აქვს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი მხარდაჭერა”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები