თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია

“ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას უკავშირდება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრასა და მაიკ პომპეოს გზავნილებს.
მისი თქმით, ამერიკის ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას უკავშირდება. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები ეს არის. რაც შეეხება შიდა და დემოკრატიულ პროცესებს – ამ გზავნილების გაჟღერება ბუნებრივიც არის, მათ შორის – საპარლამენტო და სასამართლო რეფორმაზე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ყველა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. წლების განმავლობაში, ამერიკა მართლმსაჯულების საკითხებზე რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური დახმარებით მხარს უჭერდნენ. ის, რომ საქართველოს შიდა საკითხებზეა აქცენტი გაკეთებული, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია, რადგან ასეთი ყურადღება გვჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები