კარიბის ზღვაში მაშველები გემს ეძებენ – ბორტზე 32 მიგრანტი იმყოფებოდა

კარიბის ზღვაში გემი დაიკარგა, რომელზეც 32 მიგრანტი იმყოფებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გემი 7 ივნისს ვენესუელას პორტიდან კიურასაოს კუნძულის მიმართულებით გავიდა. არცერთი მიგრანტი ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ბოლივარული რესპუბლიკის დეპუტატი, ლუის სტედანელი სახელმწიფო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხალხი ქვეყნიდან ცხოვრების უკეთესი პირობების შესაქმნელად გარბოდა, მაგრამ, სტედანელის აზრით, მათ კატასტროფა შეემთხვათ.
“დიდი ალბათობით, ტრაგედია დატრიალდა მათ თავს”, – ამბობს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები