ნოტერდამის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველად აღევლინება წირვა

ნოტერდამის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრიდან ორი თვის შემდეგ პირველად აღევლინება კათოლიკური წირვა. უსაფრთხოების ზომების დასაცავად, წირვაზე მხოლოდ 20 ადამიანია მიწვეული. ხანძრის შემდეგ პირველი წირვა-ლოცვა შაბათს, 15 ივნისს ჩატარდება.
წირვას პარიზის არქიეპისკოპოსი მიშელ ოპეწი აღავლენს. ღონისძიებას ფრანგული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ, რათა საფრანგეთის ყველა ქრისტიანმა შეძლოს მონაწილეობის მიღება.
“წირვა სამლოცველოს მხარეს, ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობის მონაწილეობით ჩატარდება, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული”, – აცხადებენ საფრანგეთის ეპარქიაში.
ცნობისთვის, ​საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტაძრის რეკონსტრუქცია 5 წლის განმავლობაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ტაძარში 15 აპრილს საღამოს გაჩნდა და მის ჩაქრობას 12 საათი დასჭირდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეკონსტრუქციის პერიოდში ტაძარი ტურისტებისთვის დაკეტილი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები