ჰონგ კონგში, საპროტესტო აქციების გამო, ექსტრადიციის კანონის განხილვა გაურკვეველი ვადით შეაჩერეს (ვიდეო)

ჩინეთის საკანონმდებლო ორგანომ ექსტრადიციის კანონის განხილვა, ჰონგ კონგში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამო, გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
“პროცედურული წესების 14(3) შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა, რომელიც ხუთშაბათს, 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო”, – წერია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ექსტრადიციის კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ჰონგ კონგში. თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მაშინ ჩინეთს უფლება ექნება, ჰონგ კონგში დაკავებული პატიმრები ჩინეთის სხვა ნაწილში გადაიყვანოს და იქ გაასამართლოს.
ცნობისთვის, ჰონგ კონგი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ის მხოლოდ 1997 წელს გადაეცა ჩინეთს იმ პირობით, რომ ჩინეთი არ ჩაერეოდა ჰონგ კონგის შიდა საქმეებში და იმუშავებდა პრინციპით – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები