სააკაშვილი უკრაინელებს ურჩევს, ხელისუფლებაში 25 წლის ახალგაზრდები მიიღოს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ თუკი უკრაინის ახალ სახელმწიფო აპარატში არ იქნება ახალგაზრდა თაობა – ქვეყანა უკეთესი მომავლის შანსებს არ უნდა ელოდოს. ,,უკრაინა უნდა ენდოს ახალ თაობას. გაუშვას ძველი და შექმნას ახალი. ახლა საჭიროა 25 – 30 წლის ადამიანები ყველა სტრუქტურებში და მათ უნდა ააშენონ თავისი სახელმწიფო. ან ასე იქნება, ან უკრაინას მომავალი არ გააჩნია“,- განაცხადა სააკაშვილმა. მისი სიტყვებით, უკრაინის მთავარი პრობლემა ბიუროკრატიაა, რომელიც ძველი რეჟიმის ხალხმა ჩამოაყალიბა. ,,სანამ ბიუროკრატს აქვს უფლება, ხალხი დიდ რიგებში დააყენოს – მანამდე ქვეყანაში ეკნომიკური კოლაფსი იქნება“ – ხაზი გაუსვა სააკაშვილმა. მისი აზრით, უკრაინის ბოლო შანსი ევროპული სახელმწიფოს აშენებაა.
,,თქვენ სხვა ალტერნატივა არ გაგაჩნიათ. ევრაზიის კავშირი საცოდავი სანახავია. როგორც კი უკრაინა სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს შექმნის – პუტინი მისგან ვერაფერს ვეღარ მიიღებს. ახლა თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ სახელმწიფო მხოლოდ დამხმარეა“. სააკაშვილის აზრით, სიტუაციის დარეგულირების მთავარი ნაბიჯი კორუფციის დაძლევა, გადასახადების შემცირებაა. ,, თუ თქვენ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, დაკარგავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობას“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NQTrxB_g_hY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები